ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ისლამისტი კანდიდატი დაწინაურდა


საარჩევნო კამპანიის დროს, მოსი მკვეთრი გამოსვლებით გამოირჩეოდა და ამომრჩევლებს ისლამზე დაფუძნებულ მართველობას პირდებოდა.

ეგვიპტეში წინასაარჩევნო გამოკითხვებით დადგინდა, რომ ეგვიპტის საძმოს ისლამისტი კანდიდატი მოჰამედ მორსი ლიდერობს, ხოლო ყოფილი პრემიერ მინისტრი აჰმედ შაფიქი ღირსეულ მეორე ადგილზე გადის.

საბოლოო შედეგები 16-17 ივნისს გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ დასაწყისში მორსი ეგვიპტის მუსლიმთა საძმოს კანდიდატებს შორის არ პირველობდა, მაგრამ ერთერთი კანდიდატის დისკვალიფიკაციის შემდეგ, მოჰამედ მოსი დაწინაურდა.

საარჩევნო კამპანიის დროს, მორსი მკვეთრი გამოსვლებით გამოირჩეოდა და ამომრჩევლებს ისლამზე დაფუძნებულ მართველობას პირდებოდა. სეკულარისტი კანდიდატი აჰმედ შაფიქი კი ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტთან ურთიერთობის გამო, მოსახლეობაში არცთუ ისე შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობს.

არჩევნების პირველი რაუნდის საბოლოო შედეგები სამშაბათს გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG