ჯონ კირტონი, რომელიც დიდი რვიანის მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელია, აღნიშნავს, რომ კემპ-დევიდში ჩატარებული სამიტი სამკაოდ მნიშვნელოვანი იყო:
„სამიტზე ჩამოსულმა დიდი შვიდეულის ლიდერებმა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან - დიმიტრი მედვედევთან ერთად ევროპაში არსებული ეკონომიკური კრიზისი, საბერძნეთის მოახლოეუბული არჩევნები და საფრანგეთში ახლადარჩეული სოციალისტი პერზიდენტის საკითხზე იმსჯელეს.“
ევროპაში, საარჩევნო გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს რეცესიის მყოფ ქვეყნებში მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ამ მხრივ აღსანიშნავია ევროს კრიზისი და საბერძნეთში არსებული ეკონომიკური გამოწვევები.
სამიტზე გამოთქმულ მოსაზრებებს შორის აქტუალური საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საარჩევნო დანაპირების შესრულების თემა წარმოადგენდა. ევროპის ქვეყნის ლიდერებს ძალიან ანიტერესებთ, თუ როგორ შეძლებს ბატონი ოლანდი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და ეკონომიკურ სტიმულირებას:
„ფრანსუა ოლანდის შეხვედრამ გერმანიის კანლცლერთან - ანგელა მერკელთან დაგვანახა, რომ საფრანგეთს გერმანიასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს და ასევე სურს ერთობლივად შემუშავებული ზომების თანახმად ეკონომიკურად რთულ მგდომარეობაში მყოფ საბერძნეთს დახმარება გაუწიოს,- “ აცხადებს ექსპერტი კირტონი.
ეკონომიკური პრობლემების პარალელურად, სამიტზე საკვების უსაფრთხოების საკითხიც განიხილეს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ობამამ სამიტზე დასასწრებად ბენინის, ეთიოპიის, განასა და ტანზანიის პირველი პირები მოიწვია. აფრიკის ქვეყნის ლიდერება აღნიშნეს, რომ საკვების უსაფრთხოების დაცვის საკითხში საშინაო პროგრამები დიდ დახმარებას უწევენ.
აქედან გამომდინარე, გარკვეული ჰუმანიტარული დახმრების ჰგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ დიდი რვიანის სამიტმა შეძლო იმ ვალდებულებების ხელმეორედ განახლება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, სიღარიბისა და შიმშილის დაძლევას შეუწყობს ხელს.