ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამიტზე დღეს ავღანეთის სტრატეგიას განიხილავდნენ


სამიტზე დღეს ავღანეთის სტრატეგიას განიხილავდნენ
სამიტზე დღეს ავღანეთის სტრატეგიას განიხილავდნენ

სამხედრო ალიანსი არ აპირებს ავღანეთის მტრის პირისპირ დატოვებას.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ლიდერები ლისაბონში ავღანეთის სტრატეგიას განიხილავდნენ.

2014 წელს ქვეყნის უსაფრთხოების მოვალეობები კოალიციურმა ჯარებმა ავღანელ ძალოვნებს უნდა გადააბარონ.

თუმცა აქვე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დასძინა, რომ სამხედრო ალიანსი არ აპირებს ავღანეთის მტრის პირისპირ დატოვებას:

" თუ ავღანეთის მტრებს შეექმნათ აზრი, რომ ისინი ჩვენ წასვლას დაელოდებიან და მერე იმოქმედებენ, ვარწმუნებ, რომ ისინი ცდებიან. ჩვენ დავრჩებით მანამდე, სანამ ბოლომდე არ დავასრულებთ დაწყებულ საქმეს".

ალიანსის წევრი სახელმწიფოები ავღენთის ახალი სტრატეგიის გეგმას ხელს მოაწერენ, გეგმის მიხედვით, ჯარის გამოყვანა და სადავეების გადაბარება მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG