რუსეთის ხელიუსფლების განცხადებით, დაღესტანში მაღალი რანგის ჩინოვნიკი მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, გარუნ ყურბანოვი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ყურბანოვი დაღესტანის ლიდერის მაგომედსალამ მაგომედოვის პრეს-მდივანი იყო. მასთან ერთად მისი პირადი მძღოლიც დაიღუპა.
ორი ომის მიუხედავად, ჩეჩნეთსა და დაღესტანში ყოველდღიურად ხდება თავდასხმები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე.