ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელებს აკრიტიკებს


პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელებს აკრიტიკებს
პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელებს აკრიტიკებს

ბირთვული დიპლომატია ურთიერთ ნდობასა და შემოწმებაზე უნდა იყოს დამყარებული.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკრიტიკა რესპუბლიკელი სენატორები, რომლებიც რუსეთთან დადებული ბირთვული იარაღის ხელშეკრულების რატიფიკაციას უშლიან ხელს.

ბარაკ ობამას განცხადებით, რესპუბლიკელები აღარ იზიარებენ რონალდ რეიგანის პრინციპებს, რომელიც ამბობდა, რომ ბირთვული დიპლომატია ურთიერთ ნდობასა და შემოწმებაზე უნდა იყოს დამყარებული.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, თუ ამერიკის სენატი წლის ბოლომდე არ დაამტკიცებს სტარტის ახალ ხელშეკრულებას, მაშინ ამერიკელ ინსპექტორებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა გადაამოწმონ, მართლაც შეამცირა თუ არა რუსეთმა თავისი ბირთვული არსენალის 30%.

დემოკრატების ლიდერები აცხადებენ, რომ ხელშეკრულების რატიფიკაციის ჩავარდნამ შესაძლოა გავლენა იქონიოს რუსეთთან ურთიერთობაზე, კერძოდ ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG