ირანში დატუსაღებული ორი ამერიკელის ადვოკატის განცხადებით კიდევ ერთი მოსამართლის ხელმოწერაა საჭირო, რათა მისი კლიენტები თავდებში გაანთავისუფლონ.
მასუდ საფეი იმედოვნებს, რომ ირანის სასამართლო დათანხმდება მილიონი დოლარის გირაოს საფასურად მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების განთავისუფლებას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ალი აკბარ სალეჰის განცხადებით ამერიკის მოქალაქეების ჯოშ ფათალის და შაინ ბაუერის განთავისუფლება ისლამური მოწყალების გამოვლინება იქნება.
აგვისტოში ირანის სასამართლომ ამერიკელ ტურისტებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯაშუშობისა და საზღვრის არალეგალურად გადაკვეთისათვის.