ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგა სირიის ქმედებას გმობს


არაბული ლიგა სირიის ქმედებას გმობს
არაბული ლიგა სირიის ქმედებას გმობს

თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გულის განცხადებით ანკარამ ყოველგვარი ნდობა დაკარგა სირიის მთავრობის მიმართ.

არაბული ლიგის გენერალური მდივანი სირიაში ჩასვლას აპირებს ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მიზნით, რათა როგორმე შეჩერდეს რეპრესიები ანტი-სამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ.

არაბული ლიგის თავმჯდომარის ნაბილ ელარაბის განცხადებით, დროზე უნდა შეწყდეს სისხლისღვრა, თორემ მერე გვიან იქნება.

სირიაში მარტის თვიდან მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნით. რომელიც უკვე 11 წელია მართავს ქვეყანას.
ამ გამოსვლების დროს სირიის უშიშროების ძალებმა 2200 ადამიანი მოკლეს. თურქეთის

პრეზიდენტის აბდულა გულის განცხადებით, ანკარამ ყოველგვარი ნდობა დაკარგა სირიის მთავრობის მიმართ.

შაბათს სირიის უშიშროების ძალებმა დამასკოს ერთ-ერთი მეჩეთი დაარბიეს, რომელსაც ოპოზიციონერები აფარებდნენ თავს. მათ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ამ მეჩეთის იმამი.

XS
SM
MD
LG