ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს


თბილისში დღეს 9 აპრილის პარკში ყვავილების ფესტივალი ჩატარდა, რუსთაველის გამზირზე ”სამრეწველო აღლუმი” მოეწყო, რომელიც გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დედაქალაქის მერმა.

წელს პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქის ნაცვლად ქუთაისში აღინიშნება. თბილისში კი დღეს გასული წლის 26 მაისი გაიხსენეს.”სახალხო კრების” და ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძარში 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ოჯახის წევრებთან ერთად სამების ტაძარში მივიდა ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ტაძარში შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა ბიძინა ივანიშვილის და ნინო ბურჯანაძის ხელის ჩამორთმევას, რაც ეკლესიისთვის მიუღებელია, განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ ქადაგებისას :

”ეკლესია არის ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ძალა, ეკლესია პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს”. მისივე თქმით სამების ტაძრის სასულიერო პირებმა პანაშვიდი ყველა დაღუპულისთვის გადაიხადეს მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ მხარეს იბრძოდა. თბილისში დღეს გაკეთდა განცადებები გასული წლის 26 მაისთან დაკავშირებით , მსგავსი არ უნდა განმეორდეს- განაცხადეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა.

”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა თავისუფლების მოედანზე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებიდან 1 წლისთავთან დაკავშირებით მდუმარე აქცია გამართეს. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს : ”ბრძოლა უსამართლობის, დიქტატურის წინააღმდეგ და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ყოველთვის სწორია. რომ არ ებრძოლათ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს მაშინ, როდესაც ყველა ეჭვის ქვეშ უყურებდა იმას, რომ ამოდენა იმპერიას როგორ მოერეოდა მცირერიცხოვანი ეროვნული მოძრაობა, დღეს შეიძლება საქართველო დამოუკიდებელი არ ყოფილიყო. ამიტომ, როცა არჩევანი დგას მონობას, შეგუებას, თავდახრას და ბრძოლას შორის ბრძოლის არჩევა, რაც არ უნდა მძიმე უნდა იყოს ეს, ყოველთვის არის ღირსეული”.

თბილისში დღეს 9 აპრილის პარკში ყვავილების ფესტივალი ჩატარდა, რუსთაველის გამზირზე ”სამრეწველო აღლუმი” მოეწყო, რომელიც გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დედაქალაქის მერმა. სასტუმრო რედისონთან საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. თავისუფლების მოედანზე კი სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა : გამოფენები, შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები და დიზაინერების ჩვენებები .საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 66 მსჯავრდებული შეიწყალა.

ისტორიკოს მაყვალა ბერიანიძეს მოვუსმინოთ:

” მე მიხარია, რომ დღეს შემიძლია ხმამაღლა გავიმეორო თითქმის საუკუნის წინანდელი: ” 1918 წელი 26 მაისი, კვირა, 4 საათი და 50 წუთი. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, განაცხადი - ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია, საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.”

ისტორია არ არის მხოლოდ ამბების თხრობა. ისტორია არის გაკვეთილები. მაგრამ არის გაკვეთილები, რომლებიც ისეთი მწარეა.. მიყვარს ასეთი გამოთქმა, ზღვაში იხრჩობა ვინც ძალიან კარგად ცურავს, იმიტომ რომ ვინც ცურვა არ იცის, ის ზღვის ნაპირებზე შევა-გამოვა და შორს ვინც მიდის ზღვაში, ის იღუპება ხშირად. შეუძლებელია, რომ ნაპირიდან 5 კმ. მანძილზე დაიღუპოს ის, ვინც ცურვა არ იცის. ამიტომ ვამბობ, საქართველომ იმდენი რამ იცის, იმდენი რამ გადაუტანია თავის თავზე, იმდენი ტკივილი აქვს (ცოტა სიხარულებიც აქვს), რომ ლაღად როგორც კი გაშლის ხელს, იქ სადღაც არის ჩასაფრებული უბედურება. ვფიქრობ, რომ 1918 წლის 26 მაისი არის ძალიან დიდი გაკვეთილი.

მოგეხსენებათ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ”საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი” მიიღო.

რატომ ზეიმობს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს და არა 9 აპრილს?

” მე სხვათაშორის სულ ვკითხულობ ამას. ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სადაც საქართველომ ძალიან ვაჟკაცურად გაძლო, შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, ენა, მამული, ყველაფერი შეინარჩუნა და უფრო ძლიერი გამოვიდა. იმიტომ რომ სულ იბრძოდა საბჭოთა კავშირშიც. წარმოიდგინეთ, როცა შენ ერთპარტიულ სისტემაში მოახერხე დაგეცვა შენი ენა, მამული, შენი წიგნი, შენი ყველაფერი რომ დაგეცვა და უფრო ძლიერი გამოსულიყავი.. 9 აპრილი იყო ათვლის წერტილი, რომ შეგიძლია რეჟიმებზე გამარჯვება”.

XS
SM
MD
LG