ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადისათვის სკანდალებსა და სადავო დისკუსიებში ჩართვა არც თუ ისე იშვიათია. სულ ახლახან ის მორიგ მსგავს დავაში ჩაერთო.
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული თავდასხმები შეერთებული შტატების მიერ იყო ორკესტრირებული ომის დასაწყებად საფუძვლის მომზადების მიზნით.
„შეერთებული შტატების მთავრობის გარკვეულმა წრეებმა თავდასხმების ორკესტრირება გააკეთეს ამერიკის ეკონომიკის დაღმავლობისა და ახლო აღმოსავლეთზე გავლენის შესუსტების შესაჩერებლად და სიონისტენის რეჟიმის გადასარჩენად. ამერიკელი ხალხის ურავლესობა, ისევე როგორც სხვა ერები და პოლიტიკოსები ამ მოსაზრების მომხრეები არიან.“
მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა, ამერიკისა და სხვა დასავლური ქვეყნების დელეგაციებმა ასამბლეის სხდომათა დარბაზი პროტესეტის ნიშნად ცერემონიულად დატოვეს.
კომენტარმა ამერიკის პრეზიდენტის რეაქციაც კი გამოიწვია.
"ბიბისის" სპარსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ ირანის ლიდერის განცხადებას ზიზღით სავსე და შეურაცხმყოფელი უწოდა:
„მან ეს განცხადაბა იმ მოვლენაზე გააკეთა, რომელსაც ყველა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი თაობის ტრაგედიად მიიჩნევს. განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ მან ეს მანჰეტენზე თქვა, ადგილზე, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმის ადგილიდან მხოლოდ რამდენიმე კვარტალითაა მოშორებული, სადაც ხალხმა ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები დაკარგა, უპატიებელი შეცდომაა.“
ბატონმა აჰმადინეჟადმა პარასკევს საკუთარი განცხადება დაიცვა და გაეროს სთხოვა დაემტკიცებინა ის, რომ კონსპირაციულ თეორიებს საფუძველი არ აქვს:
"მე არავის ვადანაშაულებ. მაგრამ, არ ფიქრობთ, რომ მოვიდა დრო შეიქმნას კომისია, რომელიც ფაქტებს დაადგენს? იმ მოვლენის შედეგად ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და კვლავ იღუპება."
ნიუ იორკში გარეოს შენობის წინ ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა. ანგელა მოსტეშერი იმ ირანელ ემიგრანტებს შეუერთდა, რომლებიც ირანის რეპრესიულ რეჟიმს გმობენ:
„მე, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ იმ ადამიანების ხმა, რომელსაც მუდამ ახშობენ და აჩუმებენ მოკვლით, დაპატიმრებით, წამებით, გაუპატიურებით და ქალების ქვებით ჩაქოლვით.“
საკუთარი მოსაზრება ამერიკის ყოფილმა ელჩმა გაეროში ბატონმა ჯონ ბოლტონმაც გამოთქვა. მისი აზრით, ირანელი ხალხი უკეთეს მთავრობას იმსახურებს:
„ირანელი ხალხის საკეთილდღეოდ, ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ყველა ერის უსაფრთხოებისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიისა, შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო მშვიდობისა უსაფრთხოებისთვის მაჰმუდ აჰმადინეჟადის რეჯიმი უნდა დაემხოს.“
შეერთებული შტატების განცხადებით, 2001 წელს ამერიკაზე ალ ყაიდას მიერ მიტანილმა ტერორისტულმა თავდასხმამ სამი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.