დღეს ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკის ეკლესიაში, გრემის მფლობელი მომღერლის, ვიტნი ჰიუსტონის სამგლოვიარო ცერემონია ტარდება. მომღერალი ბავშობისას ამ ეკლესიაში გალობდა.
სამგლოვიარო ცერემონიის დროს მომღერალს მუსიკით მიაგებენ პატივს ისეთი ლეგენდარული მუსიკოსები, როგორიც არიან სტივ უანდერი და ვიტნი ჰიუსტონის ნათლია -არეტა ფრანკლინი.
ცერემონიას ჰიუსტონის ყოფილი მეუღლე ბობი ბრაუნიც დაესწრება. ცერემონიაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით არის შესაძლებელი.
მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.