ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საფონდო ბაზარზე აქციების ფასი გაიზარდა


აშშ-ის საფონდო ბაზარზე აქციების ფასი გაიზარდა
აშშ-ის საფონდო ბაზარზე აქციების ფასი გაიზარდა

იანვრის თვეში კი 243 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

გუშინ აშშ-ის საფონდო ბაზარზე აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა. ექპერტები თვლიან, რომ ამის მიზეზი უმუშევართა მაჩვენებლის ვარდნაა.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, უმუშევართა მაჩვენებელი რვა მთელ სამ პროცენტამდე დაეცა. იანვრის თვეში კი 243 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდა.

2008 წლის შემდეგ დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსმა უმაღლეს მაჩვენებლს მიაღწია და ნავთობის ფასი გაიზარდა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს ეკონომიკა ვითარდება, თუმცა ნორმაზე მეტი ამერიკელი უმუშევარია. მან კონგრესს მოუწოდა საშემოსავლო გადასახადების შემცირებისკენ, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

რესპუბლიკელი მიტ რომნი აცხადებს, რომ ამერიკის ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება და ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა სწრაფ პროგრესს უშლის ხელს.

XS
SM
MD
LG