რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეჭვი გამოთქვა რუსი იარაღით მოვაჭრის ვიქტორ ბუტის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც ამერიკის მართლმსაჯულებამ კოლუმბიელი პარტიზანებისთვის იარაღის მიყიდვის მცდელობა დააბრალა.
ოთხშაბათს ნიუ იორკის სასამართლომ ბატონი ბუტი ამხილა კოლუმბიაში არსებული ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მოქმედი ამერიკელი აგენტებისთვის იარაღის მიყიდვის ორგანიზებაში.
როგორც ბუტის ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ჩვეულებრივი ბიზნესმენია და კოლუმბიელების სახელით მოქმედი ამერიკელებისთვის მხოლოდ ორი სატვირთო თვითმფრინავის მიყიდვას აპირებდა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ ოფიცერს ვიქტორ ბუტს ამ დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება.