ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიის „ეროვნული ტრაგედია“


ნორვეგიის „ეროვნული ტრაგედია“
ნორვეგიის „ეროვნული ტრაგედია“

ნორვეგიის ტელევიზიის ცნობით, კუნძულ უტეიაზე მომხდარი ტრაგედიის დროს 86 ადამიანი გარდაიცვალა.

ოსლოში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო ტერაქტების შედეგად დაღუპული 93 ადამიანის ხსოვნას. როგორც ცნობილია, ტრაგედია ნორვეგიაში პარასკევს დატრიალდა. ჯერ ოსლოში ავტომანქანა აფეთქდა, ხოლო შემდეგ კი კუნძულზე საერთაშორისო ბანაკში სროლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ჯენს სტოლტენბერგმა კათედრალურ ტაძარში შეკრებილ ასობით მოქალაქეს მიმართა. მან მომხდარს ნორვეგიის „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა. გარდაცვლილთა ხსოვნის პარაკლის ნორვეგიის მეფე ჰარალდი და დედოფალი სონიაც ესწრებოდნენ. ნორვეგიის ტელევიზიის ცნობით, კუნძულ უტეიაზე მომხდარი ტრაგედიის დროს 86 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოსლოში მანქანის აფეთქებამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ორივე ტრაგედიის ორგანიზება თავის თავზე აიღო 32 წლის ნორვეგიელმა მამაკაცმა ანდერს ბრეივიკმა, რომელიც უკვე დაპატიმრებულია. მან ჯერ ოსლოს სამთავრობო უბანში მანქანა ააფეთქა, ხოლო შემდგე კუნძულზე გაემგზავრა და საერთაშორისო ბანაკის დამსვენებლეს ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციის განცხადებით, ბრეივიკი ირწმუნება, რომ მარტო მოქმედებდა, თუმცა თვითმხილველთა თქმით, კუნძულზე კიდევ ერთი თავდამსხმელი ისროდა. ბრეივიკის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადეს, რომ მისი აქცია იყო სასტიკი თუმცა აუცილებელი.

XS
SM
MD
LG