ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული თვითმფრინავის კატასტროფა


ცუდი ამინდი ხელს უშლის სამაშველო სამუშაოების წარმოებას.

რუსეთი და ინდონეზია შეთანხმდნენ, ერთობლივად გამოიძიონ რუსული ავიალაინერის კატასროფა, რომელიც ჯაკარატას მახლობლად ჩამოვარდა სადემონსტრაციო ფრენის დროს.

ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, ავიალაინერის 50 მგზავრიდან არცერთი არ გადარჩენილა. თვითმფრინავი საათში 800 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც სალაკის მთის ვერტიკალურ კლდეს შეეჯახა.

რუსეთის და ინდონეზიის პრეზიდენტებმა მწუხარება გამოთქვეს ამ ტრაგედიის გამო. მაშველებმა ალპინისტების დახმარებით კატასროფის ადგილზე 10 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა ცუდი ამინდი ხელს უშლის სამაშველო სამუშაოების წარმოებას.

XS
SM
MD
LG