ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქალებს, რომლებიც აბორტის გაკეთებას აპირებენ, ოპერაციამდე ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება ევალებათ.
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ შტატის წარმომადგენელთა პალატამ კანონი 61 35-ის წინააღმდეგ ხმათა თანაფარდობით მიიღო.
ულტრაბგერითი ტესტირება ნაყოფის ასაკის დადგენას ითვალისწინებს. ამ კანონიდან გამონაკლისი მხოლოდ ის ქალბატონები არიან, რომლებიც გაუპატიურების შემდეგ დაორსულდნენ და გაუპატიურების ფაქტი პოლიციაში განაცხადეს.