ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი: ირანის რეჟიმმა არჩევანი გააკეთა


ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოზიცია.

როცა გასულ კვირას ამერიკის სახელმწფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა სირიელი ხალხის მისწრაფებებისთვის დაეჭირათ მხარი, მან სირიის რეჟმის სისასტიკეზეც ილაპარაკა:

მრავალი თვის განმავლობაში, მთელი მსოფლიო, რეგიონის მოსახლეობასთან ერთად ასადის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის ხოცვა-ჟლეტას აკვირდებოდა. სირიის ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებსა და ბავშვებს აწამებდა და სასტიკად უსწორდებოდა მათ.

ამ ფონზე, ირანის ინგლისურენოვანი ტელეარხი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ალი აკბარ სალეჰის საგაზეთო ინტერვიუს იმოწმებს, სადაც ირანელი დიპლომატი სირიის პრეზიდენტს რეფორმების გატარებისთვის ხოტბას ასხამს და იმავდროულად, სირიის წინააღმდეგ სხვადასხვა სახელმწიფოს ნაჩქარევი მოქმედების აღკვეთის მიზნით გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5400 გადააჭარბა. ამავე დროს, თეირანი ასადის ხეილსუფლებას უჭერს მხარს და მას იარაღით, რჩევებით თუ ადამიანური რესურსებით ეხმარება. ცოტა ხნის წინ, კონგრესის წინაშე გაკეთებულ მოხსენებაში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსმა დევიდ პეტრეუსმა ეს მხარდაჭერა შემდეგნაირად ახსნა:

„ირანისთვის სირიასთან ურთეირთობის გაწყვეტა, და ამით თეირანისთვის ლოჯისტიკური ბაზისა და ლიბანში ჰეზბოლას მხარდაჭერის მიზნით, საკომუნიკაციო არხის მოშლა, დიდი დარტყმა იქნება. სწორედ ამიტომ, ირანის რევოლუციურ გუშაგთა არმიის ძალები ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების შენარჩუნებით არიან დაკავებული.“

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ მსოფლიოს ქვეყნები არჩევანის წინაშე დგანან: „ისინი ან სირიელი ხალხისა და რეგიონის მოსახლეობის გვერდით უნდა დადგნენ, ან არადა ასადის რეჟიმის დანაშაულის თანამონაწილეები გახდნენ.“

ირანის მთავრობამ არჩევანი უკვე გააკეთა, ისევე როგორც ოფიციალურმა თეირანმა საკუთარი გადაწყვეტილებით 2009 წელს მშვიდობიან მოქალაქეებზე აღმართა ხელი.

დღეს ამ არჩევანით, ირანის ხელისუფლება სირიის დიქტატურის მხარეს და ადამიანების ნების წინააღმდეგ დგას.

XS
SM
MD
LG