ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცუნამისგან დაღუპულთა რიცხვი მატულობს


ცუნამისგან დაღუპულთა რიცხვი მატულობს
ცუნამისგან დაღუპულთა რიცხვი მატულობს

დევნილების რიცხვმა უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

იაპონიაში სულ უფრო იზრდება მიწისძვრისა და ცუნამისგან დაღუპულთა რიცხვი, მაშინ როდესაც ასი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.

იაპონიის პოლიცია ოფიციალურად ადასტურებს 7,300 ადამიანის სიკვდილს. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 11, 000-ზე მეტი ადამიანი.

მაშველები ვერ ახერხებენ ცუნამისგან დაზარალებულ ყველა რაიონში მიღწევას, თუმცა 11 მარტს მომხდარ სტიქიურ უბედურებას გადარჩენილი ადამიანების პოვნის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

დევნილების რიცხვმა უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა, განსაკუთრებით ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე რაიონებიდან.

XS
SM
MD
LG