კვირას ბაჰრეინის დედაქალაქში, ფორმულა ერთის გრანპრის შეჯიბრზე უსაფრთხოების ძალებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტებმა მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს პოლიციას, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ორგანიზატორებმა მოსახლეობას ანტისამთავრობო დემონსტრაციებისკენ ავტორბოლის დაწყებამდე მოუწოდეს.პარასკევს სიტუაცია დაიძაბა და დემონსტრანტებმა მოწოდებები შეცვალეს და თანასწორუფლებიანობისა და კანონიერი მთავრობის მოთხოვნით გამოვიდნენ.
გასულ წელს ბაჰრეინში ფორმულა ერთის შეჯიბრი ამავე მიზეზის გამო გადადეს, თუმცა წელს ბაჰრეინის პრინცმა მოტორბოლის ჩატარება მაინც გადაწყვიტა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ექსტრემისტთა დასუსტებას შეუწყობს ხელს.