ჟურნალისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუდმივი საფრთხის წინაშე დგანან, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობებს ასრულებენ. დღეს რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით, ვინც შანტაჟის, ფიზიკური ზეწოლისა და დაპატიმრების მსხვერპლი გამხდარა. აქედან ერთერთ შემთხვევაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაამახვილა ყურადღება, როცა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ხაჯიმურად კამალოვი გაიხსენა.
კამალოვი დაღესტანში პოპოულარული გაზეთის „ჩერნოვიკის“ დამფუძნებელი და გამომცემელი იყო. მისი ხელმძღვანელობით, გაზეთმა არაერთი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების კორუფციულ გარიგებები, ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაუსაბუთებელი დაკავებები, წამების შემთხვევები, და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ეჭვმიტანილი მებრძოლების მკვლელობის ფექტები გამოააშკარავა.
2008/2009 წლებში რუსეთის ხელისუფლებამ გაზეთ „ჩერნოვიკის“ 5 ჟურნალისტი „ექსტრემიზმის“ ბრალდებით დააკავა. ეს საქმე გაზეთის რედაქციამ სასამართლოში მოიგო. თუმცა ხელისუფლებგამ პუბლიკაცია არაერთხელ დააჯარიმა და ფინანსური აუდიტი ჩაუთარა, რაც 2009 ხელისუფლების წარუმატებელი მცდელობით დასრულდა გაზეთის დაკეტვასთან დაკავშირებით.
2011 წლის 14 დეკემბერს, კამალოვს ბოროტმოქმედმა 14-ჯერ ესროლა და მიიმალა.
ხელისუფლებამ საქმის გამოძიება დაიწყო თუმცა დღემდე არავინ დაუკავებიათ. ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობამ და საქმეში არსებულმა უსამართლობამ დაღესტანში პრესის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების საქმერში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
უცხოელმა ექსპერტებმა რუსეთი ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშშ ქვეყნების სიაში შეიყვანეს. 2000 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიაში 7 ჟურნალისტი მოკლეს, აქედან ოთხი მარტო დაღესტანში. არცერთი საქმე გამოძიებული არ არის. ისე როგორც რუსეთის სხვა რეგიონებში ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმები, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაიასა და პოლ ხლებნიკოვის მკვლელობის ფაქტები არავის გამოუკვლევია.
ამერიკა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას წერტილი დაუსხვას დაუსჯელობის სინდრომს და სასამართლოს გადასცეს ჟურნალისტთა მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები. პრესის თავისუფლების დღეს, ჰილარი კლინტომა პატივი მიაგო დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნას და თქვა:
„ ჟურნალისტების დაკავება და დაშინება მსოფლიოს პრობლემაა “ და დასძინა, რომ მედიის უფლებების დაცვა და ადამიანის უსაფრრთხოება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.