ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ახალი პრემიერი ფუკუშიმაში ჩადის


იაპონიის ახალი პრემიერი ფუკუშიმაში ჩადის
იაპონიის ახალი პრემიერი ფუკუშიმაში ჩადის

ქვეყნის თავდაცვის ძალების მთავარსარდალი ძალიან ამაყობს მაშველთა მიერ გამოჩენილი თავდადებით.

იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიკო ნოდამ მადლობა გადაუხადა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე მაშველებს და სამხედრო პერსონალს გაწეული სამსახურისთვის.

ნოდა იაპონიის ახალი პრემიერია, რომელმაც გასულ კვირას დადო ფიცი. ის პირველად ჩავიდა ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე რაიონში, სადაც ავარიის შედეგების ლიკვიდაციაზე მომუშავე მაშველებს და სამხედროებს შეხვდა, რომლებიც დაზიანებული სადგურის ექვსი რეაქტორიდან სამის დახურვას ცდილობენ.

რადიაციის გაჟონვა ამ ელექტროსადგურზე 6 თვის წინათ მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმაგამოიწვია. ბატონმა ნოდამ ჯარისკაცებს განუცხადა, რომ როგორც ქვეყნის თავდაცვის ძალების მთავარსარდალი ძალიან ამაყობს მათ მიერ გამოჩენილი თავდადებით.

XS
SM
MD
LG