ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევები ირანსა და სირიაში


კონგრესის წინაშე გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა აღნიშნა, რომ სირიის და ირანის მმართველი რეჟიმები უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს.

„ამ ქვეყნების მოქმედება კიდევ უფრო უარესდება, ამ თვალსაზრისით. სრულიადაც არ არის შემთხევითი, რომ ირანი ბაშარ ალ-ასადის საუკეთესო მეგობარია, სირია კი ირანის ერთგული მეზობელი. ამ ქვეყნებს რეგიონში სხვა მოკავშირეები არც გააჩნიათ.“

ბატონმა ფელტმანმა ირანის ხელისუფლების თავლთმაქცობაზე ილაპარაკა, როდესაც თეირანი არაბულ დემონსტრაციებს უჭერს მხარს, საკუთარ ქვეყანაში კი რკინის ხელით უსწორდება ყველას, ვინც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ცდილობს.

ირანის ფარისევლობა კარგად გამოჩნდა, როდესაც მათ სირიის ხელისუფლებას მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს და მრჩევლები გაუგზავნეს ხუთ-თვიანი სახალხო გამოსვლების ჩახშობის მიზნით. რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მოზარდებმა სირიის ქალაქის ქუჩები ანტი-სამთავრობო ლოზუნგებით ააჭრელეს.

როგორც შეეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის საკითხებში მაიკლ პოზნერი აცხადებს, სირიის მთავრობა აგრძელებს მცირეწლოვანთა წინააღმდეგ რეპრესიებს, მუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილი გახდა სირიის უშიშროების ძალების მიერ 13 წლის ჰამზა ალ-ხატაბის სასტიკი წამების ფაქტი:

“ მათ 10 წლის ბიჭი და 4 წლის გოგონა მოკლეს ქალაქ ჰომსში. 15 ივლისს კი 12 წლის თალჰა დალალი დამასკოში თავში გასროლით გამოასალმეს სიცოცხლეს. დახოცილი ბავშვების ცხედრების ამსახველი საშინელი კადრები არალეგალურად გამოაშკარავეს სირიელმა აქტივისტებმა.“

ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებმა შეერთებულ შტატებთან ერთად სანქციები დააწესეს, ამ რეჟიმების განსაკუთრებით ოდიოზური ფიგურების წინააღმდეგ. ვაშინგტონი მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებს გაერთიანდნენ სირიის და ირანის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებათა აღმაშფოთებელი დარღვევების წინააღმდეგ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების ფელტმანის და პოზნერის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ:

“ამ მამაცმა ადამიანებმა კარგად იციან საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის შესახებ და დამასკოსა და თეირანშიც ადამიანის უფლებათა დამრღვევებისთვისაც ცნობილია, რომ ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით მათ მოქმედებას.“

XS
SM
MD
LG