1 აგვისტოს მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, რუსეთის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჯარში გასაწვევ 12 ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს ან ხანძრის გაჩენა სცადეს.
სავარაუდო თავდამსხმელთა უმეტესობა ქალი იყო. თავდამსხმელებმა ცეცხლგამჩენი ბოთლები, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს ან სცადეს ესროლათ გასაწვევ პუნქტებს სანკტ-პეტერბურგში, ყაზანში, ვოლსკში, ომსკში, როსოშაში, მოჟაისკში, პოდოლსკში, ვერხნეურალსკოეში, კალუგაში, კოპეისკში და სხვა ქალაქებში.
ზოგიერთი თავდამსხმელი ხანდაზმული ადამიანი იყო. მათი თქმით, ასრულებდნენ სამხედრო გასაწვევ ცენტრებზე თავდასხმის ინსტრუქციას, რომელიც საგანგებო უსაფრთხოების ოპერაციის ნაწილი იყო და მათ ტელეფონით მიაწოდეს ადამიანებმა, რომლებმაც თავი უშიშროების ოფიცრებად წარმოუდგინეს.