ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ომის პატიმრები გაცვალეს


წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის, რამდენიმე გამწვავებული დაპირისპირების, ომებისა და შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთმა და აზერბაიჯანმა დღეს საზღვარზე ომის პატიმრები გაცვალეს. აზერბაიჯანმა 2020 წელს დატყვევებული 32 სომეხი პატიმარი გაათავისუფლა, სომხეთმა კი სანაცვლოდ - 2023 წლის აპრილში დაკავებული 2 აზერბაიჯანელი პატიმარი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასი" დღეს იტყობინებოდა, რომ მხარეები გეგმავდნენ საზღვრიდან ჯარები გაეყვანათ, თუმცა ამბობდნენ, რომ ამაზე ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

სომხეთს და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის შესახებ ბოლო 30 წლის დროს 2 ომი ჰქონდათ. ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის თუმცა ადგილობრივმა სომხურმს უმრავლესობამ დამოუკიდებლობა 1990-იან წლებში გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG