თუკი ანტარქტიდა მეცნიერებისა და ტურიზმის პარკად ითვლება, არქტიკამ შესაძლოა ინდუსტრიული პარკის როლი შეასრულოს. რუსეთის ექსპორტის თითქმის ერთი მეოთხედი უკვე არქტიკის ხარჯზე მოდის. პრეზიდენტმა მედვედევმა გრანდიოზული პროექტიც ჩაიფიქრა - 2020 წლისთვის არქტიკა რუსეთისთვის მთავარი სტრატეგიული სარესურსო ბაზა უნდა გახდეს. არქტიკის ენერგო პროექტებისთვის რუსეთს 50 მილიარდი დოლარის დახარჯვა აქვს გამიზნული. ამ თემაზე საკმაოდ კარგი მასალა ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ჯეიმს ბრუკმა მოამზადა. ეს პროექტები მოიცავს ნავთობის და გაზის ბურღვით სამუშაოებს, პლატფორმების აგებას, ნავთობის გადაზიდვის ტერმინალების აშენებას. თუმცა გასულ ზაფხულს მექსიკის ყურეში ნავთობსადენზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ გარემოსდამცველებს რუსეთის ხელისუფლების მიმართ უამრავი კითხვა დაუგროვდათ, რაც არქტიკაში დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებს უკავშირდება.
დევიდ გორდონი წყნარი ოკეანის გარემოსდაცვის ორგანიზაციაში მუშაობს.
„ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იქნება ვიდრე ჩვენ ნებას არქტიკის გაბურღვის ნებას მივცემთ,“ - აცხადებს გორდონი.
მისი თქმით, არქტიკაში სადაც ბნელი ზამთარი და ექსტრემალურად ცივი ამინდია და დასახლებული რაიონებიდან ძალიან შორს მდებარეობს, გამწმენდი სამუშაოები უფრო რთულად ჩატარდება, ვიდრე ეს ამ ზაფხულს მექსიკის ყურეში იყო. მ ისი თქმით, მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფის ლიკვიდიციაში 25 ათასი ადამიანი და 3 800 ტექნიკური საშუალება მონაწილეობდა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი პოლარული რეგიონების ხშირი სტუმარია. ვლადიმირ პუტინმა არქტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გარემოს დაცვის მკაცრი ზომების გათვალისწინებით, არა მხოლოდ არქტიკული, არამედ სხვა პროექტებიც იქნება განხორციელებული.
„ძალიან მალე არქტიკა გახდება ენერგიის უდიდესი წყარო და სატრანსპორტო დერეფანი. არქტიკისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შესაძლოა გლობალური პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ არქტიკა უნდა შენარჩუნდეს, როგორც მშვიდობის და თანამშრმლობის ზონა,“ - განაცადა პუტინმა
ამ გამოსვლიდან მოკლე ხანში კი რუსეთის პრემიერმა ხუთი ახალ ლიცენზიის გაცემის ბრძანებას მოაწერა ხელი. ეს ლიცენზიები არქტიკაში ნავთობის და გაზის გაბურღვით სამუშაოებს ითვალისწინებს.
უკვე ორ დეკემბერს რუსული კომპანია „ლუკოილი“ არქტიკაში ორ საბადოს მიიღებს, სადაც წინასწარი გათვლებით ორ მილიარდამდე ბარელი ნავთობია. შარშან ლუკოილმა აქ ნავთობსაქაჩი ტერმინალი ააგო, რომელსაც ყოველდღიურად ნახევარი მილიონი ბარელის ჩატვირთვა შეუძლია ტანკერებში, რომლებიც თავის მხრივ ყინულმჭრელი საშუალებით არის აღჭურვილი. 21 წლის წინ ალასკაზე „ექსონ ვალდესის“ კატასტროფამ არქტიკაში ენერგო მატარებელების წარმოების წინააღმდეგ გარემოსდამცველების ახალი მოძრაობის გაჩენას შეუწყო ხელი.
ბ ილ ეიხბაუმი მსოფლიოს ბუნების ფონდის ვიცე-პრეზიდენტია. ის მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე გამოვიდა.
„არქტიკიული გარემო ძალიან სერიოზულად დაზარალდება მექსიკის ყურესთან შედარებით. წელიწადნახევრის წინ ჩვენ ალასკაზე მომხდარი კატასტროფის 20 წლისთვი ავღნიშნეთ და მე ჩემს სამუშაო მაგიდაზე მაქვს ის ქვები, რომელიც ოცი წლის შემდეგ ამოვიღეთ მიწიდან. ეს ქვები დღემდე ნავთობითაა დაფარული,“ - განაცხადა ეიხბაუმმა.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და გაზის მარაგები ძირითადად არქტიკის შელფშია თავმოყრილი, ეიხბაუმი თვლის, რომ ეს უფრო მეტად სარისკოა. თუმცა ბიზნესი ბიზნესია. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის შეფასებით მსოფლიოს გაზის და ნავთობის მარაგის ერთი მეოთხედი სწორედ არქტიკაშია თავმოყრილი. ამდენად რუსეთის დაინტერესების მიზეზი ცხადი და ნათელი ხდება.