ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული წარმომავლობის ამერიკელები უკმაყოფილებას არ მალავენ


28 თებერვალს ამერიკაში საპრეზიდენტო მარათონის მორიგი ეტაპი,- მიჩიგანის შტატის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი გაიმართა.

თუმცა ამ შტატში მცხოვრები არაბული წარმომავლობის ამერიკელები უკმაყოფილებას არ მალავენ ამერიკის პოლიტიკურ პროცესში მათი ადგილის გამო. ადრე იმიგრანტების ეს კონტიგენტი რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხრდამჭერი იყო, მაგრამ ახალა ისინი მასობრივად ტოვებენ პარტიის რიგებს, რადგან რესპუბლიკელებმა არ გაამართლეს მათი იმედები.

მიჩიგანის შტატში, ძირითადად დეტროიტის რაიონში 300 000 არაბული წარმომავლობის ამერიკელი ცხოვრობს. ეს ჩაკეტილი საზოგადოებაა, რომელიც კონსერვატიული სოციალური ღირებულებებით გამოირჩევა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკაში მცხოვრები არაბების ერთი მესამედი რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი იყო. დღეს არაბული თემის ლიდერები აცხადებენ, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ოსამა სიბლანი არაბულ-ამერიკული ვებგვერდის ხელმძღვანელია. მისი თქმით ბევრი რამ შეიცვალა 2001 წლის შემდეგ რესპუბლიკურ პარტიაში ანტი-არაბული და ანტი-ისლამური განწობების გაძლეირების გამო.

მისი თქმით:“ რელიგიური ღირებულებების დაცვის, ტრადიციული ოჯახის და მცირე ბიზნესის პატივისცემის იდეები ამ საზოგადოებაში ძალზე პოპულარულია. ამიტომაც ჩემთვის გასაკვირია რესპუბლიკური პარტიის მიერ ასეთი გავლენიანი და მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის მოთხოვნათა უგულვებელყოფა.“

უორენ დევიდი არაბულ-ამერიკულ ანტი-დისკრიმინაციულ კომიტეტს ხელმძღვანელობს ვაშინგტონში. მისი თქმით პოლიტიკაში 35 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე მას არ ახსოვს არაბული საზოგადოების ასეთი პასიური დამოკიდებულება არჩევნებისადმი, როდესაც ადრე ისინი რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

უორენ დევიდი განცხადებით:“ მათი უმრავლესობა რესპუბლიკელთა მოღვაწეობით ნამდვილად არ არის აღფრთოვანებული. დღევანდელი რესპუბლიკური პარტია აღარ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არაბი ამერიკელები დაუჭერენ მხარს.“

ოფიციალურად რესპუბლიკური პარტია ყველას ეპატიჟება თავის რიგებში, მაგრამ ერაყის ომმა და ეთნიკური ნიშნით განხორციელებულმა ანტი-ტერორისტულმა ღონისძიებებმა შეერთებულ შტატებში მცხოვრები არაბების განხიბვლა გამოიწვია კონსერვატორი პოლიტიკოსების მიმართ.

2010 წელს ზოგბის საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით არაბული წარმომავლობის ამერიკელთა მხოლოდ 12% უჭერდა მხარს შეეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობით მოსვლას.

დეტროიტის გარეუბანში მდებარე ლიბანური საცხობის მფლობელი ამ პარტიის არასწორ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ამალ ნემერი ამბობს:“ მე ვფიქრობ, რომ ისინი მხოლოდ მდიდრებზე ფიქრობენ და არაფრად ანაღვლებთ საშუალო ფენის და ღარიბების პრობლემები.“

კიდევ ერთი არაბული წარმოშობის დეტროიტელის მარიამ სობის თქმით:“ რესპუბლიკელები უცხოეთში ომების გაჩაღებას უჭერენ მხარს, რაზეც ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება. ეს თანხები კი ჯობია ამ ქვეყანაში დარჩეს და ქვეყნის ინტერესებს მოხმარდეს.“

ამერიკაში მოქმედი არაბული ორგანიზაციები რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის რონ პოლის უჭერენ მხარს. ოსამა სიბლანის განცხადებით, სამ მილიონზე მეტ არაბული წარმომავლობის ამერიკელს რესპუბლიკური პარტიის მესვეურებთან საერთო ენის გამონახვის იმედი აქვს.

XS
SM
MD
LG