ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინური კომპანია „ეფლის“ წინააღმდეგ


ჩინური კომპანია „ეფლის“ წინააღმდეგ
ჩინური კომპანია „ეფლის“ წინააღმდეგ

ჩინურმა ელექტრონულმა კომპანიამ შეერთებული შტატების სასამართლოში ტექნოლოგიური გიგანტის „ეფლის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჩინური კომპანია აცხადებს, რომ „ეფლმა“ თავის ერთერთი პროდუქტის „აიპედის“ დასახელება მოიპარა. „პროვიუ ტექნოლოჯის“ ბრალდებით, „ეფლმა“ ჩამოაყალიბა შუალედური კომპანია სახელად „აიპი ეფლიქეიშენ დეველოპმენტი,“ იგივე „აიპედი.“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კამპანიის შექმნის ერთადერთი მიზანი აიპადის სავაჭრო ნიშნის შეძენა იყო. მოსარჩელე მხარის ბრალდებით, „აიპედმა“ დამალა, რომ ის წარმოადგენდა „ეფლის“ აგენტ კომპანიას. „ეფლი“ აცხადებს, რომ მათ 2010 წელს, „აიპედის“ გამოშვებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს სახელი თავად კომპანია „პროვიუსგან“ ათზე მეტ ქვეყანაში შეიძინეს, ჩინეთის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG