კომპანია „ეფლი“ საწარმოებისთვის, რომლებიც კოვიდ-19 ის ტესტირებისთვის, ცხვირიდან ნიმუშების ასაღებ სპეციალურ ჩხირებს აწარმოებს, $10 000 000 დოლარს გამოუყოფს.
დაფინანსება ნიმუშების შესაგროვებლად საჭირო სხვა მასალების დამზადებასაც მოხმარდება, რაც მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, ივლისის დასაწყისიდან, მოცემული ხელსაწყოების წარმოება თითოეულ კვირაში მილიონამდე გაზარდონ. ეფლის ფინანსური დახმარება ორ საწარმოზეა გათვლილი.
„ჩვენ ვგრძნობთ ღრმა პასუხისმგებლობას გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იმისთვის, რომ დავეხმაროთ პანდემიასტან მებრძოლ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. ამით მხარს ვუჭერთ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალურ ძალისხმევას“ - აცხადებს ეფლის წარმომადგენელი, ჯეფ უილიამსი.
Facebook Forum