ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ბორდერიზაციის წინააღმდეგ დაპირისპირებას გაერთიანებული ძალებით აპირებენ. ამის შესახებ, 7 თებერვალს, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს, კირბალში შეკრებილმა ადამიანებმა განაცხადეს. ისინი ანტიოკუპაციურმა მოძრაობამ „ძალა ერთობაშიამ“ შეკრიბა.