დღეს ლონდონში ბრექსიტის საწინააღმდეგო მასობრივი მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფასთან დაკავშირებით, ხელმეორე რეფერენდუმს ითხოვდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ბრიტანეთის დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციაზე მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.