ლეილა დეიმონი 18 წლის იყო, როდესაც მშობლებმა მას ბალკანეთის ომის დროს შვილად აყვანის საკუთარი ისტორია უამბეს.
დეიმონი 1992 წელს საშობაო ღამეს სარაევოში დაიბადა. იუგოსლავიაში მაშინ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ლეილას დედას ახალშობილის დანახვაც კი არ უნდოდა. ლეილა ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის:
„დედაჩემი ბოსნიელი მუსლიმი გახლდათ და საკონცენტრაციო ბანაკებში მუდმივად სექსუალური მსხვერპლი იყო. საბოლოოდ დაფეხმძიმდა და სარაევოს ერთერთ საავადმყოფოში მე დავიბადე.“
ლეილა ბრიტანეთში გაიზარდა. იგი იმ ცოლ-ქმარმა იშვილა, ვინც მისი დაბადება ვიდეო ფირზე აღბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიაში დღეს სიმშვიდეა, კონფლიქტის შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე იმკის.
„ბოსნიაში უამრავი გაუპატიურების ფაქტი მოხდა. თუმცა სასამართლომდე მხოლოდ 12 საქმემ მიაღწია. დედაჩემის ისტორია უსამართლობის ერთერთი მაგალითია და დღემდე მისთვის დახმარების ხელი არავის გაუწვდია.“
ლეილა ახლა ომის ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში მუშაობს. ეს ფონდი მონაწილეობას იღებს ლონდონის ოთხდღიან გლობალურ კონფერენციაში, რომელიც კონფლიქტების დროს სქესობრივი ძალადობის აღმოფხვრას ეხება.
გუშინ კონფერენციამ შეიმუშავა საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც კონფლიქტების დროს სქესობრივი ძალადობის ფაქტების დოკუმენტაციის მოპოვებას და გამოიძებას ეხება. კონფერენციაზე გაეროს საგანაგებო კომისარმა დევნილთა საკითხებში ანჯელინა ჯოლიმ დამსწრეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„მე შევხვდი ომის დროს სქესობრივი ძალადობის მსხვერპლთ. ყველა მათგანს სამართლიანობის აღდგენა სურს. საზოგადოებამ მათ დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს. ისინი ეკონომიკურ და სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ამასთანავე მათ აქვთ უფლება დამნაშავეები განსასჯელის სკამზე იხილონ.“
ლონდონის კონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, სქესობრივი ძალადობის ფაქტებზე დაუსჯელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში აღინიშნება.
ელენ კაჟიენვა უგანდაში ქალთა საერთაშორისო კულტურული გაცვლის საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორია. იგი გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს სამედიცინო და ემოციურ დახმარებას უწევს.
„გაუპატიურების მსხვერპლ ქალებზე ძირითადად ქმრებიც უარს ამბობენ. ამიტომაც მათ დეპრესია უვითარდებათ და ხშირად მეხსიერების პრობლემებიც აქვთ. ბევრ მათგანი თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობს.“
ბირმაში პოლიტიკური რეფორმები საკმაოდ პროგრესულად ვითარდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქალთა უფლებების მიმართულებით მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. განსაკუთრებით იმ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში , სადაც დღემდე კონფლიქტური სიტუაციაა.
ზოია ფანი ბირმის ბირმის ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორია:
„ჩვენი ორგანიზაციის მონაცემებით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ თეინ სეინმა რეფორმის განხორციელება დაიწყო, სქესობრივი ძალადობის და გაუპატიურების ფაქტებმა იმატა. ქალთა ის ნაწილი, ვისაც მსგავსი გამოცდილება არ ქონია, ბოლო დროს ბანდების მიერ ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლად იქცა.“
ლონდონის კონფერენციის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო პროტოკოლი შეძლებს სქესობრივი ძალადობის ფაქტებზე დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომი შეცვალოს. მომდევნო დღეებში ამ თემაზე ათობით ქვეყნის მინისტრები კონფერენციის წინაშე სიტყვით წარსდგებიან.