ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანიმაციური ფილმების ბუმი


ანიმაციური ფილმები მხოლოდ ბავშვებს აღარ იტაცებს. საინტერესო სიუჟეტი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია ზღაპრულ ფანტაზიებს ყველასთვის რეალურ სამყაროდ აქცევს

დენ დებლუას 2010 წელს შექმნილ ფილმში ახალგაზრდა ვიკინგი, რომელსაც სახელად ჰიკაპი ქვია, შეიპყრობს და გაწრთვნის დრაკონს სახელად თუთლესი. მძაფრსიუჟეტიანი სამგანზომილებიანი ფილმი ეკრანებზე გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. ოთხი წლის შემდეგ დინ დებლუამ ახალი ანიმაციური ფილმი შექმნა, რომელსაც სახელად „როგორ უნდა გაიწრთვნას დრაკონი 2“ ქვია. ფილმში ჰიკაპი და თუთლესი ბოროტი ურჩხულის წინააღმდეგ იბრძვიან.
რეჟისორი დინ დებლუა ამბობს, რომ ორიგინალისგან განსხვავებით, მეორე ფილმი ტექნოლოგიურად ბევრად უფრო დახვეწილია და ფერების და დეტალების სიმკვეთრით გამოირჩევა.

„წყალი, ღრუბლები და ყინული რეალურისგან არ განსხვავდება და ფანტასტიკური გამოსახულება აქვს.თუმცა იმასაც ვფიქრობ, რომ ათი წლის შემდეგ მაყურებელს ეს ფილმიც პრიმიტიულად მოეჩვენება.“

გასული საუკუნის 30-იან წლებში „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ უოლტ დისნეის ყველაზე პოპულარული ანიმაციური ფილმი გახდა. ფილმის ყოველი კადრი მხატვრებმა საკუთარი ხელით შექმნეს.ოთხმოცი წლის შემდეგ დისნეის ანიმაციურ ფილმში „გაყინული“, რომელიც თანამედროვე ციფრული სამყაროს სრულყოფილების ნიმუშს წარმოადგენს, პრინცესის სახით დედოფალი ელზა წარმოგვიდგება.

თანამედროვე ციფრულმა ანიმაციამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე. ზომბების ვიდეო თამაშის „ჩვენგან უკანასკნელის“ გმირებს რეალურად მსახიობები ანხორციელებენ, თუმცა ანიმატორებმა მათგან ციფრული ავატარები შექმნეს.

თუმცა როგორც დინ დებლუა ამბობს, ციფრული გამოსახულების ანიმაციურ ფილმებთან შედარებით, ხელით დახატული გმირები ბევრად უფრო რეალურად გამოიყურებიან.

„ ადრე ანიმატორები ადამიანის სახის გამომეტყველებას და მოძრაობას სწავლობდნენ. ისინი ხატვის პროცესში გმირებს სარკაზმს ამატებდნენ, რაც მათ განსაკუთრებულ რეალობას ძენდა.“

დღესდღეობით სამგანზომილებიანი ანიმაციური ფილმების მაყურებელი მსოფლიო კინოდარბაზებს ავსებს. დინ დებლუას აზრით, ამის მიზეზი საინტერესო სიუჟეტი და ჟანრის კომლექსურობაა.

„ანიმაციური ფილმები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ. ჩემი მიზანია, ზრდასრულმა ადამიანებმა ამ ჟანრის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება შეცვალონ , არ შერცხვეთ და კინოთეატრში ამ ფილმების სანახავად წავიდნენ.“

ახალ ფილმში ჰიკაპი ფეხს კარგავს და დედოფალ ელზას უფლისწულის დახმარება არ სჭირდება.

რეჟისორ დებლუას აზრით, ანიმაციური ფილმები მხოლოდ ბავშვებისთვის აღარ არის.საინტერესო სიუჟეტი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია ზღაპრულ ფანტაზიებს რეალურ სამყაროდ აქცევს.
XS
SM
MD
LG