ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი ელის ანაკლიას?


ამერიკის ხმის კორესპოდენტმა ჯეიმს ბრუკმა საქართველოში ვიზიტის დროს ანაკლია მოინახულა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00
ბმული
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწყებული ანაკლიის პროექტი გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეჩერებულია. ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ პროექტი მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილის შემდეგ სურს მისი ფერფლი ანაკლიაში მიმოფანტონ.

ორი წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის მშენებლობა წამოიწყო, რომელიც პრეზიდენტის თქმით, შავი ზღვის მარგალიტი უნდა გამხდარიყო.წინა მთავრობის დროს პროექტი იმდენად პოპულარული იყო, რომ ქართველმა კომპოზიტორმა ფიქრია მამფორიამ დაწერა და გადაიღო კლიპი სახელად „ მე მიყვარს ანაკლია“.

სანაპირო ზოლის რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე დაწყებული იყო ამბიციური, ახალი საპორტო ქალაქის მშენებლობა, სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანს უნდა ეცხოვრა.

ახლა ამ ადგილას ყველაფერი შეჩერებულია, სარეველა ბალახითაა დაფარული სასტუმროს საძირკველი. არც სათვალთვალო კოშკები ამუშავებულა. პრეზიდენტის მიერ გახსნილი აკვა პარკი კი ორი წლის თავზე ზაფხულის ცხელ დღეს დახურული აღმოჩნდა.

პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ ანაკლიის ბედი გაურკვევლობაში დატოვა. გასულ წელს სააკაშვილმა არჩევნები წააგო. წელს ოქტომბერში ის დატოვებს თავის პოსტს ათწლიანი მმართველობის შემდეგ.

საქართველოში ახალი, ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ბიძინა ივანიშვილია, რომელიც პრაგმატული ბიზნესმენია:

"მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი პროექტი დაჩქარებულა იყო გაკეთებული, უხარისხოდ იყო გაკეთებული და დიდი გაუაზრებელი ხარჯები იყო გაწეული. ჩვენ ეს ტერიტორიები მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ, მაგრამ ეს უნდა იყოს წინასწარ გააზრებული და დაპროექტებული და შეფასებული, ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას."

ანაკლიის პორტის პროექტი წინა მთავრობის განუხორციელებელ ოცნებად დარჩა. გიორგი ვაშაძე როგორც საპორტო ინფრატრუქტურის, ისე საკურორტო ზონის პროექტებზე მუშაობდა. მისი განცხადებით:

"სამწუხაროდ ამჟამინდელი მთავრობის ძალისხმევა პროექტის დახურვისკენაა მიმართული, ზოგადად მათ სურთ ყველაფერი შეაჩერონ რაც ყოფილ ხელისუფრლებას უკავშირდება ეს არც მთავრობას წაადგება და არც ქვეყანას,“ აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თავის მხრივ სასტუმრო „ ანაკლიის’ დირექტორი შორენა უჩანეიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი მთავორბა აგრძელებს ინვესტიციების ჩადებას ანაკლიის საკურორტო ზონაში.

"როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ანაკლიაში მომავალ წელს ინფრასტრუქტურაში ფული ჩაიდება. გაიფილტრება მდინარე ენგური და გაიზრდება პლიაჟი. "

სლოვაკელი ტურისტი ლადისლავ ჰოლკო ანაკლიაში ისვენებს, მისი განცხადებით:

"ვფიქრობ ამ ადგილს აქვს პოტენციალი. მაგრამ ის ახლა უკაცრიელია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მოიზიდო ხალხი და როგორ შეუქმნა მათ ისეთი პირობები, რომ აქ დარჩნენ."

პრობლემა რჩება, რომლის გადაწყვეტაც ძალზედ რთულია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ახალი მთავრობისთვის ანაკლია ამ ეტაპზე პრიორიტეტული პროექტი არ არის.
XS
SM
MD
LG