ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვან გოგის ახალი ნახატი


ზეთში შესრულებული პეიზაჟი „მზის ჩასვლა მონტმაჟუღში“ ჰოლანდიელმა ფერმწერმა სიკვდილამდე 2 წლით ადრე, 1888 წელს დახატა

ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში ცნობილი ჰოლანდიელი იმპრესიონისტის გარდაცვალებიდან 123 წლის შემდეგ, ახალი, აქამდე უცნობი ნახატი გამოფინეს. მოზრდილი პეიზაჟი, რომელიც ფრანგულ პროვინციაში მზის ჩასვლას ასახავს, ვინსენტ ვან გოგს ზეთში აქვს შესრულებული.

მუზეუმის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ფერწერული ტილო „მზის ჩასვლა მონტმაჟუღში“ ერთ-ერთი ნორვეგიელი კოლექციონერის სხვენში ინახებოდა. მან ნახატი 1908 წელს შეიძინა და ის ფალსიფიკაციად ჩათვალა. ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ნაწარმოები ვან გოგს ეკუთვნის და სავარაუდოდ სიკვდილამდე 2 წლით ადრე, 1888 წელს შეასრულა.
XS
SM
MD
LG