ამერიკის შეერთებული შტატების სახელწმიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კონგრესის [პალატის, მოგვიანებით კი სენატის] კანონი, თურქების მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ, არ წარმოადგენს პრეზიდენტის პოლიტიკას.
მოკლე განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უცვლელია.
სენატმა, გასულ კვირას მხარი დაუჭირა თურქების მიერ 1 მილიონზე მეტი სომეხის მკვლელობის გენოციდად აღიარებას.
"ადმინისტრაციის პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენი პოზიცია წარმოდგენილია პრეზიდენტის განცხადებაში 2019 წლის აპრილში,"- განაცხადა სახელმწიფო დეპრატმანეტის სპიკერმა მორგან ორგატუსმა ჟურნლისტებთან საუბრის დროს. შეგახსენებთ, რომ ამა წლის 24 აპრილს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, განცხადებაში პატივი მიაგო სომეხთა ხსენების დღეს და გაიხსენა "მე-20 საუკუნის ერთერთი ყველაზე საზარელი მასობრივი მკვლელობებისას დაღუპული სომხები." აშშ-ის არსებულ პოლიტიკასთან შესაბამისობაში, განცხადებას არ უხსენებია ტერმინი "გენოციდი".
Facebook Forum