ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდა კიდევ გეგმავდა ტერორისტულ აქტს


ალ ყაიდა კიდევ გეგმავდა ტერორისტულ აქტს
ალ ყაიდა კიდევ გეგმავდა ტერორისტულ აქტს

ბინ ლადენის სამალავიდან ამოღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, შეერთებულ შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ , რომ ალ ყაიდა კიდევ გეგმავდა ტერორისტულ აქტს ამერიკის ტერიტორიაზე. სავარუდოდ თავდასხმები მატარებლებზე უნდა განხორციელებულიყო. ამ დროისათვის ოფიცილაურ პირებს არ აქვთ ინფორმაცია არის თუ არა ეს გეგმა აქტიურ ფაზაში.

აბოტაბადში ალ ყაიდას ლიდერზე , ბინ ლადენზე განხორციელებული სპეც ოპერაციის შემდეგ ამოღებული დიდძალი მასალიდან ზემოხსენებული დოკუმენტაცია პირველია, რომელიც გავრცელდა მედიაში.

პარასკევს დაგეგმილია პრეზიდენტ ობამას შეხვედრა სპეცოპერაციაში მონაწილე რაზმთან. კენტუკის შტატის სამხედრო ბაზაზე ის პირადად მოუხდის მადლობას ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.




XS
SM
MD
LG