ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში დაღუპული მგზავრების ამოცნობის პროცესი დაიწყო


ეგვიპტეში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების ოჯახის წევრებმა ცხედრების ამოცნობის პროცესი დაიწყეს.

სააგენტო ასოშეთიდ პრედის ცნობით 10 ცხედარი იდენტიფიცირებულია, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით პეტერბურგში 140 ცხედარი და ასამდე სხეულის ნაწილი გადაასვენეს.

ავია-კატასტროფის შედეგად თვითმფრინავის 224-ივე მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ავიალაინერი კურორტ შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგისკენ მიემგზავრებოდა, ის აფრენიდან 20 წუთში ჩამოვარდა.

რუსული ავიაკომპანიის „კოგალიმავია“ ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ დაღუპული თვითმფრინავის კატასტროფა მხოლოდ „გარე“ ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული

XS
SM
MD
LG