ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალს 100 ადამინის სიციცხლე შეეწირა


წყნარი ოკეანის სანაპიროზე ტროპიკული ქარიშხლების სეზონი დაიწყო. ერთ-ერთმა მათგანმა უკვე მსხვერპლიც გამოიწვია.

ტროპიკულმა ქარიშხალმა აგატამ ცენტრალურ ამერიკაში წყალდიდობები და მეწყერები გამოიწვია, რასაც დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღსანიშნავია, რომ ეს ქარიშხლების სეზონის პირველი ქარიშხალია წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ რეგიონში.

ოფიციალური პირების ცნობით, გვატემალაში ტროპიკულ ქარიშხალ აგატას 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდა ამისა, სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სალვადორსა და ჰონდურასს, სადაც აგრეთვე დაფიქსირებულია მსხვერპლი. რეგიონში 74,000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

XS
SM
MD
LG