ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მსხვერპლია


ავღანეთში ბომბის აფეთქების შედეგად ქალთა უფლებების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დაიღუპა.

ჰანიფა საჰი ლაღამის პროვინციის დედაქალაქ მეთერლამში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ტერაქტის შედეგად მისი მეუღლე დაიჭრა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. დღესვე ავღანეთის სამხრეთში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კიდევ ერთი ჯარისკაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG