ევროკავშირი მიესალმება ავღანეთის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის აპრილში გაიმართება. ამის შესახებ დღეს ავღანეთში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვიგაუდას უსაკასმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიუთითებს ავღანეთის ხელისუფლების სურვილზე შეასრულონ მოვალეობები აღებული ვალდებულების მიხედვით. უსაკასის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ავღანეთში ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რომელსაც ლეგიტიმური შედეგი ექნება.