ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ნატოს ავიაციის დაბომბვის შედეგად ლაღმანის პროვინციაში უდანაშაულო ქალები და გოგონები დაიღუპნენ, რომლებიც ტყეში შეშას აგროვებდნენ.
ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ბოდიში მოიხადა ამ ინციდენტის გამო.
დღესვე ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის კიდევ ოთხი ჯარისკაცი მოკლეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, ზაბულის პროვინციაში ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი ავღანელმა პოლიციის ოფიცერმა გამოასალმა სიცოცლხეს.
გუშინ ჰელმანდის პროვინციაში ავღანელმა პოლიციელმა ორი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა. ამ ბოლო დროს ისე გახშირდა ავღანელი სამხედროების მიერ საერთაშორისო კოალიციის ჯარისკაცებზე თავდასხმის ფაქტები, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნატოს მომავალი თანამშრომლობა ქაბულის რეჟიმთან.
პარასკევს ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე პარტიზანების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ორი ამერიკელი საზაღვაო ქვეითი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელები ამერიკელი ჯარისკაცების ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და ავტომატების გარდა ყუმბარმტყორცნებითაც იყვენენ შეიარაღებულნი.