ავღანეთის პოლიციის შეფი ბადრაგთან ერთად აფეთქებას გადაურჩა. მის მანქანასთან ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა მოხდა. აფეთქების შედეგად პოლიციის შეფის, მუჰამედ ნაბი ელჰამის მანქანას კარი მოძვრა, მაგრამ მასში მჯდომი ადამიანები არ დაღუპულან. დაჭრილია 3 პოლიციელი.
ავღანეთში პოლიციის ოფიცრებზე და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა ხშირად ხდება. თალიბთა გაძლიერების შემდეგ თვითმკვლელ ტერორისტთა თავდასხმები განსაკუთრებით ჰელმანდის პროვინციაში გახშირდა.
ავღანეთში პოლიციის ოფიცრებზე და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა ხშირად ხდება. თალიბთა გაძლიერების შემდეგ თვითმკვლელ ტერორისტთა თავდასხმები განსაკუთრებით ჰელმანდის პროვინციაში გახშირდა.