ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ურუზგანის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციელთა სასაუზმო დარბაზში შეაღწია და ასაფეთქებლების დეტონირება მოახდინა. ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
ურუზგანის პოლიციის განყოფილება ყანდაარის რაიონში მიმავალი მთავარი გზატკეცილის პატრულირებას ახდენს. ყანდაარში თალიბთა გავლენა ჭარბობს.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის თუ ვინ იდგა მომხდარის უკან.
ბოლო კვირების განმავლობაში, ავღანეთში განსაკუთრებით გახშირდა თვითმკვლელთა თავდასხმები და გზის პირას დამონტაჟებული ნაღმების აფეთქებები ოფიციალური პირებისა და ნატოს ჯარისკაცების წინააღმდეგ.
მომავალი წლის ბოლომდე, ავღანეთში ბაზირებული ნატოს ასი ათასი ჯარისკაცი ქვეყნის უსაფრთხოების კონტროლს ავღანელ ჯარებს გადააბარებს.