გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტი შეშფოთებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ავღანეთში, ამერიკის სამხედრო ძალების მიერ ასობით მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის შესახებ არსებული ცნობებით.
ჟენევაში ბაზირებულმა გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ავღანელი ბავშვები ამერიკელების თავდასხმების, მათ შორის საარტილერიო იერიშების შედეგად იღუპებოდნენ.
მიზეზი კი, კომიტეტის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების მიერ სამხედრო ძალის განურჩევლად გამოყენება და სიფრთხილის არარსებობა იყო.
გაერომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა შეწყვიტოს ასეთი პრაქტიკა და ყველაფერი გააკეთოს, რომ სამხედრო იერიშებს შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების სიკვდილი არ მოჰყვეს.