გაეროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ავღანეთში 1174 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 3139 დაიჭრა ამ წლის მესამე კვარტალში, რაც გასულ წელს, ამავე პერიოდში არსებულ ადამიანურ დანაკლისზე 42%-ით მეტია. წინა კვარტალში 785 ადამიანი იქნა მოკლული და 1254 დაიჭრა.
ამ მონაცემებით, 2019 წელს ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა 8000-ზე მეტია. ავღანეთში გაეროს მისიის თქმით, მსხვერპლის უმეტესობა მთავრობის მოწინააღმდეგე ამბოხებულების, „თალიბანის“ თავდასხმებმა გამოიწვია.
„მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ბრძოლისას მიყენებული ზიანი აჩვენებს სამშვიდობო მოლაპარაკების მნიშვნელობას, რათა მიიღწეს ცეცხლის შეწვეტის შეთანხმება და კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწვეტა“, - განაცხადა ტადამიჩი იამამოტომ, გაეროს გენერალური მდივის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში.
ანგარიშის მიხედვით, მოკლულთა და დაშავებულთა 41 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან
Facebook Forum