ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელებს ქვეყნის პოლიტიკური ბედი აღელვებთ


40 წლის განმავლობაში ავღანეთმა სახელწმიფოებრივი ჰიმნი და დროშა რამდენჯერმე შეცვალა.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოსახლეობის საშუალო ფენის რიცხვი სწრაფად იზრდება. მათი უმრავლესობა მუსლიმები არიან, რომლებიც თავმდაბლობითა და მხიარელობით გამოირჩევიან.
ავღანეთში ბოულინგის სათამაშო ცენტრებიც შეინიშნება, სადაც სპორტის ამ სახეობით გატაცებული მამაკაცების გვერდით ქალებიც სიამოვნებით ერთობიან:
„მსგავსი სანახაობა ჩემთვის დემოკრატიისა და თავისუფლების საწყისს წარმოადგენს, რომლის დროსაც ქალები და მამაკაცები ერთად ერთობიან. მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო ადრე,“- ამბობს სარვარ სარვარი, ბოულინგის ერთ-ერთი მოთამაშე.
მიუხედავად ამისა, მოსახლეობის გარკევულ ნაწილს უჭირს საკუთარი მომავლის განსაზღვრა. სარვარის თქმით:
„ქალაქის ქუჩებში ადამიანების ერთგვარად დაძაბულ სახეებს შენიშნავთ. იმედი მაქვს მალე ეს ყველაფერიც გამოსწორდება და ავღანელები ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდებიან.“
ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია მოსახლეობის ამგვარი განწყობა, მაშინ როცა ფეშენელებურ საქორწინო დარბაზებსა და ცენტერბს ხედავ; როგორც ჩანს ბიზნეს-ინვესტიციები წარმატებით ხორციელდება აქ. თუმცა, ბოლო 40 წლის განმავლობაში ექვსჯერ შეცვლილი სახელმწიფოებრივი ჰიმნი და დროშა, ავღანეთის ლიდერთა მიერ ქვეყნის განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობაზე მეტყველებს. თალიბების განდევნის შემდეგ, ახლა ავღანეთი სულ სხვაა ვიდრე ის 11 წლის წინ იყო; ავღანეთში უფრო მეტ განათლებულ ადამიანს შეხვდებით და ცივილიზაციის ელემენტებსაც უფრო ნათლად დაინახავთ.
ამ ცვლილებების მიუხედავად, ავღანელი ქალების უმრავლესობა კვლავ დათრგუნულია და კამერის წინ საკუთარი აზრის გამოთქმას ერიდებიან. თუმცა, პირად საუბარში აღნიშნავენ რომ მათ იმ საკუთარი უფლებების დაკარგვის ეშინიათ რაც ამჟამდ აქვთ. მოსახლეობას გაზრდილი ძალადობაც აშფოთებს და ავღანეთის დემოკრატიულ მართველობაზეც ეეჭვებათ:
„ავღანეთის მომავალს მე მუქ ფერებში ვხედავ, სადაც თალიბების მიერ განხორციელებული აფეთქებები და სხადასხვა თავდასხმები სჭარბობს,“ - აცხადებს იარ გულ ნადერ საფი, ბილიარდის ერთ-ერთი მოთამაშე.
სწორედ ამიტომ, გარკვეული დროის შემდეგაც, ავღანელების უმრავლესობას მიაჩნია რომ ქვეყნის მომავალი ისეთივე მშფოთვარე იქნება, როგორიც წარსული.
XS
SM
MD
LG