ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქების და შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეტაკება თავდამსხმელებსა და ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურს შორის 6 საათი გრძელდებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. მათი განცხადებით, შეტევა თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიჯის და ინჟინერიის ცენტრზე მიიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, რამდენიმე თავდასხმელმა მოგვიანებით პოზიციები მშენებარე შენობაში დაიკავა და იქიდან პოლიციზე მიიტანა შეტევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასრათ რაჰიმიმ განაცხადა, რომ ავღანეთის სამთავრობო ძალები თავდამსხმელების ნეიტრალიზებას ცდილობს. მისი თქმით, ორი თავდასხმელი მოკლულია, ხოლო დანარჩენები, თავდასხმის ადგილთან ახლოს, თავს „მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებს“ აფარებს.

ავღანეთის მთავრობამ თალიბანის თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ ეს „ჯგუფის კრიმინალურ ბუნებას“ აჩვენებს.

თავდასხმის შედეგად 100 დამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები. დაშავებულთა შორის 52 სტუდენტია. ავღანელი ჟურნალისტის ბილალ სარვარის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან შემთხვევის ადგილთან მდებარე ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებიც.

თავდასხმის პარალურად, თალიბანი შეერთებულ შტატებთან ყატარში მოლაპარაკებებს მართავს, ავღანეთის კრიზისის პოლიტიკური მეთოდებით გადასაჭრელად. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ის ცდილობს მხარეებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს. თუმცა თალიბანის პრესსპიკერმა, ორშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ მაშინ მიიღებენ ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარალებებში მონაწილეობას, თუ შეერთებული შტატების ძალები ქვეყანას დატოვებენ. ჯგუფი, მთავრობას ქაბულში ქვეყნის ლეგიტიმურ მმართველად არ მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG