ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ციხის გატეხვის დეტალები


ავღანეთის ციხის გატეხვის დეტალები
ავღანეთის ციხის გატეხვის დეტალები

ავღანეთის ხელისუფლებამ იმ ციხის უფროსი დააპატიმრა საიდანაც 500-მდე პატიმარი გაიქცა, რომლებიც ძირითადად თალიბანის წევრები იყვნენ.

ყანდაარის პროვინციაში მდებრე საპროსას ციხიდან პარტიმრებმა 300 მეტრიანი გვირაბით შეძლეს თავის დაღწევა, თუმცა გაქცეული 488 ტუსაღიდან ხელისუფლებამ 71-ის დაპატიმრება მაინც შეძლო.

ავღანეთის იუსტიციის მინისტრის აბიბულა ღალაბის განცხადებით პატიმრების გაქცევა ციხის თანამშრომლების დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა, თუმცა ავთანეთის მთავრობას და დასავლეთის კოალიციას მაინც მეტი სიფხიზლე უნდა გამოეჩინათ ამ შეთქმულების გამოვლენის მიზნით.

თალიბების განცხადებით მათ ხუთი თვე დასჭირდათ ამ ოპერაციის მომზადებისათვის.

XS
SM
MD
LG