ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ომის ათი წელი


ავღანეთის ომის ათი წელი
ავღანეთის ომის ათი წელი

2001 წლის 7 ოქტომბერს, 11 სექტემბრის ტერაქტიდან თითქმის ერთ თვეში, ამერიკის და ნატოს სამხედრო ძალებმა ავღანეთში ალ-ყაიდას და თალიბანის წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ომი კი დღემდე გრძელდება. ავღანური ომის ისტორიის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ფილ იტნერი არკვევდა.

ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ თალიბანის მთავრობა 10 წლის წინ საოცრად მოკლე დროში დაემხობოდა. თუმცა, ბევრისთვის ასევე სიურპრიზი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ნატოს ძალები დღემდე განაგრძობენ ბრძოლას. 2001 წლის ბოლოს ავღანურმა ძალებმა ამერიკული ავიაციის მხარდაჭერით თალიბანის ქაბულიდან განდევნა შეძლეს. თუმცა, ამის შემდეგ თალიბანის და ალ-ყაიდას ლიდერები თორაბორას მთებში გამაგრდნენ, იქიდან პაკისტანში გადავიდნენ, საიდანაც დღემდე აწარმოებენ ბრძოლას. ავღანეთში 10 წლიან კამპანიას უკვე ბევრი კრიტიკოსი ყავს.

„წლების განმავლობაში უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული., განსაკუთრებით 2009 წლამდე. ერთერთი მთავარი იყო თალიბანის ჯეროვნად ვერ შეფასება, რადგან ჩვენ დაბრმავებულები ვიყავით 2001 და 2002 წლებში მიღწეული წარმატებით და ჩვენ იქ არასაკმარისი ძალები შევიყვანეთ,“ - ამბობს გენერალი იაკობსონი.

ავღანეთში კოალიციის არასაკმარისი ძალების შედეგად, თალიბანის მებრძოლებმა ნელნელა უკან დაბრუნება და ტერიტორიისს ხელახლა დაკავება დაიწყეს. ამასობაში კი 2003 წელს შეერთებული შტატების ყურადღება ახალ ომზე გადაერთო. ამჯერად უკვე ერაყში. ამან კი რა თქმა უნდა ახალი პრობლემები წარმოშვა. ვიდრე შეერთებული შტატების ძალებმა არ აითვისეს ანტიტერორისტული ბრძოლის ტაქტიკა და არ გაზარდეს ავღანეთში კონტინგენტის რაოდენობა. ასევე მათ დაიწყეს ადგილობრივი ძალების გაწვრთნა, რომელთა შორის ბევრი ყოფილი მეამბოხეც იყო. გენერალი იაკობსონი ამბობს, რომ ავღანეთში რაღაცის შექმნა უკვე 2008-2009 წლებში დაიწყო, როდესაც ამბხოხების დასამარცხებლად ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მშენებლობა გადაწყდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთზე მეტი ყურადღების კონცენტრაცია მოახდინა. 2009 წელს ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალაც გაიგზავნა. ასევე გაძლიერდა ავღანეთის ადგილობრივი ძალების წვრთნის და მშენებლობის მასშტაბები.

დაიწყო უფრო აგრესიული პროგრამები, ისეთი როგორიც არის პაკისტანში უპილოტი საფრენი აპარატების, იგივე დრონების გამოყენება და მათი საშუალებით ტერორისტული სამიზნეების განადგურება. ავღანეთში ვიზიტისას, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა, გაერთიანებული შტაბების მეთაურმა ადმირალმა მალენმა განაცხადა:

„ავღანეთის მტრებს და მათ ვინც ჩვენი კოალიციის წინააღმდეგ მოქმედებს, გასული წლიდან ძლიერი პასუხი გავეცით. ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავინთი თავშესაფარი. მათ დაკარგეს გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. ისინი გამოძევებულნიი არიან და მათი ლიდერები ან განადგურდნენ ან დაჭერილები არიან,“ - განაცხადა ადმირალმა მალენმა.

თუმცა, იმავე გამოსვლისას მალენმა აღნიშნა, რომ ეს წარმატება მყიფეა და შესაძლოა ყველაფერი ისევ შეტრიალდეს. ამბოხებულები ამჟამად უკვე მაღალი დონის დარტყმებზე არიან გადასული, ისეთი როგორიცაა ავტომანქანების აფეთქებები და მკვლელობები. თუმცა, კოალიცია და ავღანეთის მთავრობა ასევე აქცენტს აკეთებს მოლაპარაკებებზე. როგორც გენერალი იაკობსონი ამბობს, მშვიდობა მეგობრების გარეშე ვერ მიიღწევა.

2014 წლისთვის ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა ავღანეთიდან სამხედრო ძალებს გაიყვანს, მანამდე კი ბრძოლები გრძელდება და ავღანეთს კვლავ ომის ქვეყანა ქვია.

XS
SM
MD
LG