ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: 2008 წელს რუსეთმა ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის სუვერენიტეტი დაარღვია


საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე აშშ-ის კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც კონგრესში რუსეთის აგრესიის და ხელისუფლების მოქმედებების ერთერთი მთავარი ოპონენტია, ჩვენს მაუწყებელს განუცხადა:

“რვა წლის წინ, ამ დღეებში რუსეთმა დაარღვია ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის-საქართველოს სუვერენიტეტი. არაფერი შეცვლილა რუსეთის ქმედებებსა და მისი სამხედროების აგრესიულ მოქმედებაში, თუმცა ქართული დემოკრატია ძლიერ მაგალითს იძლევა რეგიონში, რაც თავისთავად, მკაფიო კონტრასტს ქმნის რუსეთის მზარდ ავტორიტარულ მმართველობასთან.

როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონებში, განსაკუთრბით კი უკრაინაში ვხედავთ, ვლადიმირ პუტინის საომარ ქმედებებს საზღვარი არ აქვს. [რუსეთ-საქართველოს ომის] ამ მერვე წლისთავზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან."

XS
SM
MD
LG