ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპ რიკერი საოკუპაციო ხაზთან: მაიკ პომპეომ გამომგზავნა აქ


მაკკეინის კონფერენციის სტუმრები საოკუპაციო ზოლთან
მაკკეინის კონფერენციის სტუმრები საოკუპაციო ზოლთან

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კლევის ცენტრის (EPRC) თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, უცხოელი დიპლომატები 8 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ. სტუმრებმა რუსეთის ოკუპაციის შედეგები საკუთარი თვალით იხილეს და განცხადებები გააკეთეს.

ფილიპ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ველოდები საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ რა [ზომებს] მიმართავენ ისინი. აშშ და ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მოკავშირეებად რჩებიან. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მთხოვა, ჩამოვსულიყავი და შევხვედროდი ახალ პრემიერს, აგრეთვე მოვსულიყავი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სადაც როგორც ვხედავთ, ადგილობრივ მოსახლეობას მშვიდობიანი ცხოვრება გართულებული აქვს.”

კურტ ვოლკერი, მაკკეინის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი: "საქართველოს [საზოგადოებას] რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე, რომელსაც აქ ვხედავთ, არ აქვს ფუფუნება, ისეთი გაყოფილი იყოს, როგორიც არის. მან ფართო, ეროვნულ ინტერესებზე უნდა იფიქროს, როგორიცაა საქართველოს სწრაფვა, გახდეს ევროპისა და ნატოს წევრი, რუსული აგრესია, საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლე, მრავალფეროვანი მედია გარემო და სამართლიანი სასამართლო. ეს საკითხები ყველა ქართველს აღელვებს. საზოგადოება მათ გარშემო უნდა გაერთიანდეს და ქვეყანა წინ წაიყვანოს."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG